საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1929
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-10-08
გამოქვეყნების თარიღი
2011-10-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 1929

2011 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე

1. „ სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -3 მუხლის მე -5 პუნქტის შესაბამისად , მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს , რომ ფიზიკურ პირ   ვადიმ ბაბიაშვილს   ( პირადი N 11001013101 ) საკუთრებაში გადას­ცეს    ქ. ბორჯომში,  რუსთაველის  ქუჩაზე მდებარე 100 კვ.მ  არასასოფ­ლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N64.23.02.296) და ფიზიკურ პირ ვასილი მჭედლიძეს  ( პირადი   N 11001004923 )  საკუთრებაში   გადასცეს ქ. ბორ­ჯომ­ში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე 100 კვ.მ არასასოფლო-სამე­ურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N64.23.02.295) ფიზიკური პირების – ვადიმ ბა­ბიაშვილის და ვასილი მჭედლიძის თანასაკუთრებაში არსებული , ქ. ბორჯომში, მესხეთის ქ. N5-ში მდებარე 29 კვ.მ არასასოფლო-სამე­ურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო N64.03.12.340)  სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ .

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამი­ნისტ­რომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორ­ციე­ლება .

პრემიერ-მინისტრი                                                                             ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია