“საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის არქივების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ოქმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
349
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-05-13
გამოქვეყნების თარიღი
2014-05-14
სარეგისტრაციო კოდი
480140000.10.003.017969
“საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის არქივების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ოქმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №349

2014 წლის 13 მაისი

ქ.თბილისი

 

„საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის არქივების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ოქმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2014 წლის 15 აპრილს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას  შორის არქივების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ოქმი.
მუხლი 2
საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული ოქმის  დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს თურქეთის რესპუბლიკის მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული ოქმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია