,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის №1273 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
43
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-06-06
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-06
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.026.016265
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის №1273 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №43

2014  წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის №1273 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 31 ოქტომბრის №1273 ბრძანებით (ვებგვერდი, 010240030 სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.026.016216) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:

ა)  მე-6 მუხლის ,,მ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე ანგარიშგების მიზნით, სათანადო ინფორმაციის წარდგენა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და სახელმწიფო დაწესებულებებში.”;

ბ) მე-9 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,3. დეპარტამენტის უფროსის დავალებით დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე ხელს აწერს დეპარტამენტში შემოსულ/მომზადებულ დოკუმენტაციას, გარდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებისა.”;

გ) მე-11 მუხლის ,,ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე ანგარიშგების მიზნით, სათანადო ინფორმაციის წარდგენა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და სახელმწიფო დაწესებულებებში.”;

დ) მე-12 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) სახელმწიფო შესყიდვების არაელექტრონული საშუალებით განხორციელებისას შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დადგენა, მიწოდების სავარაუდო ვადების განსაზღვრა და სხვა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება.”;

ე) მე-12 მუხლს დაემატოს ,,ზ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ზ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, განსახორციელებელ შესყიდვებზე ინფორმაციის წარდგენა სათანადო სახელმწიფო დაწესებულებებში.”;

ვ) მე-13 მუხლს დაემატოს ,,ზ”ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ზ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, განსახორციელებელ შესყიდვებზე ინფორმაციის წარდგენა სათანადო სახელმწიფო დაწესებულებებში.”;

ზ) მე-14 მუხლს დაემატოს ,,ზ” და ,,თ” ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,ზ) ელექტრონული საშუალებით განხორციელებული შესყიდვისას შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დადგენა, მიწოდების სავარაუდო ვადების დადგენა და სხვა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება;

თ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, განსახორციელებელ შესყიდვებზე ინფორმაციის წარდგენა სათანადო სახელმწიფო დაწესებულებებში.”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია

კრებსითი — სრული ვერსია