„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №185 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
78
მიმღები ორგანო
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-05-13
გამოქვეყნების თარიღი
2014-05-13
სარეგისტრაციო კოდი
100110000.22.038.016333
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №185 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №78

2014 წლის 13 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №185 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №185 ბრძანებაში (სსმ, №172, 31/12/2010, 100110000.22.038.016019) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

 

1. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2.მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში შედიან:

ა) სამინისტროს სისტემის ორი თანამშრომელი, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი);

ბ) საპარლამენტო უმრავლესობისა და უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა თითო წარმომადგენელი, რომელსაც ირჩევს პარლამენტი;

გ) არასამთავრობო ორგანიზაციის და უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თითო-თითო წარმომადგენელი, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი;

დ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წარმომადგენელი, რომელსაც ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თითო წარმომადგენლის კანდიდატურა მინისტრს დასამტკიცებლად წარედგინება სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს მიერ.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგრიგოლ გიორგაძე

კრებსითი — სრული ვერსია