„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2584
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-27
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 2584

2011 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

  „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხ­ ლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პრო­­ექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულე­ბისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და № 4 დანართის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კასპის მუნიციპალიტეტს – 1 700 000 (ერთი მილიონ შვიდასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. კასპში სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების რეა­ბილიტაცია;

ბ) ქ. კასპში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები.“.

 2. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად , კასპის მუნიცი­პა­ლიტეტმა №4 დანართის მე-4 პუნქტის „ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწი­ნე­ბული სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტი ­ ვე ­ ბული შესყიდვის საშუალებით.“.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია