„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის‑გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 იანვრის №97 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge, 21/01/2014, 190020010.10.003.017716) და დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 1 მუხლი:
„მუხლი 11. „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 271, 272 მუხლებისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ‑ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულებს - გუბერნატორებს დაუწესდეს ყოველთვიური დანამატი 2950 ლარის ოდენობით.“.
|