საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 2567
2011 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
„შპს „ს აქართველოს აეროპორტების გაერთიანების “ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 ოქტომბრის № 2019 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 ოქტომბრის № 2019 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ კოპიტნარის აეროპორტის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისა და აღჭურვა-მოდერნიზების პროექტის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული სამშენებლო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საზედამხედველო და საპროექტო მომსახურების, საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური