საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტის მოწონების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2279
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-11-24
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტის მოწონების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 22 7 9

2011 წლის 24 ნოემბერი

  ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოე ბრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტის მოწონების თაობაზე

„აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საჯარო სამართ­ლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოე ბრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი­სა­თვის უკრაინის სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის (STCU) მიერ გამოყო­ფილი გრანტის, თემაზე: „ ზოონოზური გრიპის ტრანსმისია ადამიანებს, ღორებს და შინაურ ფრინველებს შორის“, მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტი.

 

პრემიერ‑მინისტრი                                                    ნიკა გილაური

კრებსითი — სრული ვერსია