საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2277
2011 წლის 24 ნოემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ
1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -6 მუხლის შესაბამისად და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი ) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს № 687 ბრძანებულების გათვალისწინებით, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (2011 წლის 9 ნოემბრის № 05/25755) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ას პი ნ ძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ :
| № | მისამართი | დასახელება | მიწის ფართ ობ ი კვ . მ | საკადასტრო კოდი № |
| 1 | ასპინძა , სოფელი თმოგვი | ობიექტი №1 (ფინური ბინა) | 275 | 60.10.31.075 |
| 2 | დაბა ასპინძა , ერეკლე II ‑ის ქუჩა № 4 | ობიექტი №1 ( კომისარიატის შენობა ), ობიექტი №2 ( ავტოფარეხი ), ობიექტი №3 ( საპირფარეშო) | 1033 | 60.01.31.073 |
| 3 | ასპინძა , სოფელი ორგორა | ობიექტი №1 (საკრებულოს შენობა) | 1663 | 60.07.32.02 5. |
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება .
პრემიერ -მინისტრი ნიკა გილაური