სს „ლომისისათვის“ გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2249
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-11-18
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სს „ლომისისათვის“ გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 22 4 9

2011 წლის 1 8 ნოემბერი

  ქ. თბილისი

ს ს „ ლომისისათვის“ გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წე­სი­სა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქარ­თ­ვე­ლოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამ­ტკი­ცებული დებულების 7 1 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების შესაბა­მი­სად, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ბუნებრივი რესურსების საა­­გენტომ უზრუნველყოს ს ს „ ლომისი სათვის“ გაცემული წიაღით სარ ­ გებ ­ ლობის ლიცენზიაში ( სერია 20 , ნომერი 0744 , ტიპი IIQ) ცვლილების შე­ ­ტანა, კერძოდ, ლიცენზიით გათვალისწინებული მოსაპოვებელი წია ­ ღი ­ სეულის (მიწი ს ქვეშა მტკნარი წყლის მოპოვება) ოდენობა , ნაცვლად 30 მ3/სთ- ისა, განისაზღვროს დღე-ღამეში არა უმეტეს 4 080 (ოთხი ათას ოთ­ხ­მო­ცი) კუბ. მეტრით, ხოლო ჯამში ლიცენზიის მოქმედების მთელ პერი­ოდ ­­ში – არა უმეტეს 5 650 770 (ხუთი მილიონ ექვსას ორმოცდაათი ათას შვი­დას სამოცდაათი) კუბ. მეტრით.

2. ს ს „ ლომისი “ ვალდებულია მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღი ­ სეულის (მი ­ წი ს ქვეშა მტკნარი წყ ა ლი ) გაზრდილ ი ოდენობ ისათვის საქარ ­ თველოს სა ­ ხელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს 510 000 (ხუთას ათი ათა ­ სი) ლარი.

3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ სს „ლომისი“ ამ განკარგულების მე - 2 პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდას უზრუნველყოფს ლიცენზიაში ცვლილების შეტანის შემ ­ დეგ 2 (ორი) თვის ვადაში .

 

პრემიერ- მინისტრი                                                    ნიკა გილაური

კრებსითი — სრული ვერსია