ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2217
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-11-18
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2217

2011 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე  

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკი­ცების თაობაზე“ საქართველოს მთავ­რობის 2005 წლის 11 აგ­ვისტოს N136 დადგენილებით დამტკი­ცე­ბული დებულების 74 მუხლის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი გა­თა­­ვისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მო­პო­ვების ლიცენზიისაგან სამი თვის ვადით და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერი­ტორია­ზე, მდ. სუფსაზე განა­ხორ­ცი­ე­ლოს 200 (ორასი) მ3 ქვიშა, ხრეშის მო­პოვება შემ­დეგი X  და Y კო­­ორ­დინა­ტების საზღვრებში:

                                                                      

 

2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შესაბამისი დასკვნით განსაზ­ღვრული პირობების შესრულება.

3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა გათავისუფლდეს „სა­სარ­გებ­ლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირო­ბების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავ­რობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დე­ბულების 74 მუხლის 21 პუნქ­ტით გათვალისწინებული თანხის გადახ­დის ვალ­დებულებისაგან.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                      ნიკა გილაური

კრებსითი — სრული ვერსია