„ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2320-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-04-30
გამოქვეყნების თარიღი
2014-05-13
სარეგისტრაციო კოდი
010170000.05.001.017411
„ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 010170000.05.001.016513) მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „გ) „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზნით;“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30‑ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

30 აპრილი 2014 წ.

N2320-IIს

კრებსითი — სრული ვერსია