„თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2309-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-04-30
გამოქვეყნების თარიღი
2014-05-13
სარეგისტრაციო კოდი
360060000.05.001.017407
„თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 
„თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 03.12.2007, მუხ. 375) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „1. 2015 წლის 1 იანვრამდე მიღებულ იქნეს საქართველოს მთავრობის დადგენილება „თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“.“.

 

   მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

30 აპრილი 2014 წ.

N2309-IIს

კრებსითი — სრული ვერსია