|
„თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 21.05.2003, მუხ. 68) 49-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი დაცული ტერიტორიების ფართობების, საზღვრებისა და ტერიტორიულ-ფუნქციური ორგანიზების საფუძველზე, დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმებს ან დროებითი რეგულირების წესებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 30 აპრილი 2014 წ. N2313-IIს |