„ა. ბარამიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარსადგენ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
731
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-04-25
გამოქვეყნების თარიღი
2014-05-07
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017046
„ა. ბარამიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარსადგენ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №731

2014 წლის 25  აპრილი 

ქ. თბილისი

„ა. ბარამიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარსადგენ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ა. ბარამიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარსადგენ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №52 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ. თადუმაძისა და ა. ბარამიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ“.

2. განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ და საქართველოს კანონის პროექტებზე „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძლებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე და საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                              ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია