საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, შპს „ჰიდროლეას“, შპს „გეოენერჯის“, შპს „ჰიდრო ჯორჯიასა“ და შპს „სტორი ფაუერს“ შორის 2013 წლის 11 სექტემბერს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
716
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-04-23
გამოქვეყნების თარიღი
2014-05-07
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017059
საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, შპს „ჰიდროლეას“, შპს „გეოენერჯის“, შპს „ჰიდრო ჯორჯიასა“ და შპს „სტორი ფაუერს“ შორის 2013 წლის 11 სექტემბერს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №716

2014 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, შპს „ჰიდროლეას“, შპს „გეოენერჯის“, შპს „ჰიდრო ჯორჯიასა“ და შპს „სტორი ფაუერს“ შორის 2013 წლის 11 სექტემბერს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, შპს „ჰიდროლეას“, შპს „გეოენერჯის“, შპს „ჰიდრო ჯორჯიასა“ და შპს „სტორი ფაუერს“ შორის დასადები შეთანხმების პროექტი ამავე მხარეებს შორის 2013 წლის 11 სექტემბერს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

2. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს+ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ.

 

პრემიერ-მინისტრი                                                         ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია