„სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 ნოემბრის №867 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2554
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-27
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 ნოემბრის №867 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 2554

2011 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 ნოემბრის № 867 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 ნოემბრის N867 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულების 21 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის გაიზარდოს სამსახურებრივი მიმოსვლისათვის მსუბუქი ავტომანქანების ზღვრული ნორმატივი და განისაზღვროს 24 ერთეული ავტომანქანით.“.

  პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია