„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2184
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-11-10
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-10
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2184

2011 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

 „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხ­ლ­ის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პრო­ექ­­ტ­ების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები­სა­თვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპ­რილის №735 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და №6 და­ნ­არ­თს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­ლის 31 პუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამ­­გე­ობ­­ამ №6 დანართის მე-2 პუნქტის „ გ“ ქვეპუნქტით გათვა­ლისწი­ნე­ბუ­ლი სა­მუშაოების (ქ. ოზურგეთში სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია) შეს­­ყი­დ­­ვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშ­ვე­ო­ბით.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                 ნიკა გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია