„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2182
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-11-10
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-10
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2182

2011 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

 „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექ­ტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპ­რილის №735 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) №2 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:

„13. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ “ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. ქუთაისის მერიამ ამ დანართის მე-12 პუნქტის „ დ “ ქვეპუნქტით გა­თვალისწინებული სა­მუშაოების შესყიდვა 980 000 (ცხრაას ოთხმოცი ათა­სი) ლარის ოდე­ნობით განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის სა­შუა­ლებით.“;

ბ) №8 დანართის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თიანეთის მუნიციპალიტეტს – 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი შე­მდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) გარე განათების მოწყობა;

ბ) საავტომობილო გზების მოწყობა-რეაბილიტაცია;

გ) სოფელ ხევსურთსოფელში წყალსადენის სათავე ნაგებობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია;

დ) სოფელ ჟებოტის წყალსადენის სათავე ნაგებობისა და ცენტრა­ლური მაგისტრალის მოწყობა.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                     ნიკა გილაური

კრებსითი — სრული ვერსია