საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 25 21
2011 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ ანაკლიის ტურისტულ ცენტრთან მისასვლელი საავტომობილო გზების რეაბილიტაციის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის № 1896 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63- ე მუხლის შე სა ბამისად , „ ანაკლიის ტურისტულ ცენტრთან მისასვლელი საავტომობილო გზების რეაბილიტაციის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის № 1896 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :
ა) პირველი პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ ციით :
„ ა ) 2011-2012 წლებში უზრუნველყოს ანაკლიის ტურისტულ ცენტრთან მისასვლელი საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა ; “;
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -3 პუნქტი :
„ 3. 2012 წელს განსახორციელებელი სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვის დაფინანსება განხორციელდეს 2012 წლის სახელმწიფო ბიუ ჯეტით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „ გზე ბის პერიოდული შეკეთების და რეაბილიტაციის “ მუხლით განსაზღვ რული ასიგნებებიდან . “.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური