„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
330
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-05-05
გამოქვეყნების თარიღი
2014-05-05
სარეგისტრაციო კოდი
010240010.10.003.017950
„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №330

2014  წლის 5 მაისი

ქ.თბილისი

 

„დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/11/2013,  010240010.10.003.017451)   შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფო მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები. სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი.

4. სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეთა ფუნქციურ მოვალეობებს განსაზღვრავს სახელმწიფო მინისტრი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული საშტატო ნუსხა (დანართი №2) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №2

დიასპორის საკითხებში

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის

საშტატო ნუსხა

№

თანამდებობა

რაოდენობა

1

სახელმწიფო მინისტრი

1

2

სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე

1

3

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

2

4

დეპარტამენტის უფროსი

3

5

სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი

4

6

ფინანსური მენეჯერი

1

7

სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე

2

8

მთავარი სპეციალისტი

4

9

სპეციალისტი

2

 

სულ:

20.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია