„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №122 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
331
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-05-05
გამოქვეყნების თარიღი
2014-05-05
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.017951
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №122 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №331

2014 წლის 5 მაისი

ქ.თბილისი

 

„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №122 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №122 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/02/2014, 040030000.10.003.017741) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ნარკომანიის და ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და პროგრამების მართვის ცენტრი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია