„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით (სსკ - 010.240.070.22.034.008.796) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-11 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) კომპეტენციის ფარგლებში პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო ხასიათის, ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ამსახველ და წინმსწრებ ოპერატიულ-საინფორმაციო უზრუნველყოფას, მოპოვებული მასალების ანალიზს და სათანადო რეაგირებისათვის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დანაყოფების ინფორმირებას შემდგომში გასატარებელი ღონისძიებების კოორდინირების მიზნით;“.
|