„ქვედა სიმონეთი-ნავენახევის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის №170 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2518
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-12-21
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ქვედა სიმონეთი-ნავენახევის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის №170 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 2518

2011 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ ქვედა სიმონეთი-ნავენახევის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის № 170 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ ქვედა სიმონეთი-ნავენახევის საავტომობილო გზის რეა­ ბილიტაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თე­ ბე­ რ­ ვლის № 170 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა ) პირველი პუნქტის „ ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბ­ დეს შემდეგი რე­ დაქ­ციით:

„ ა) 2010-2012 წლებში უზრუნველყოს ქვედა სიმონეთი-ნავენახევის საავტომობილო გზის საპროექტო, სარეაბილიტაციო და საზედამხედ­ ველო სამუშაოების განხორციელება;“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„ 3. 2012 წელს განსახორციელებელი სამუშაოებისა და მომსახუ­ რე­ბის სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსება განხორციელდეს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარ­ტამენტისათვის „ გზების პერიოდული შეკეთებისა და რეაბილიტა­ ციის“ მუხლით განსაზღვრული ასიგნებებიდან.“.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია