საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 2515
2011 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად , მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ ა(ა)იპ – მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის მართლმადიდებლურ ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლას (ს/კ 435891117) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოთხოვნის ვად ამდე უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადასცეს მესტიის მუნიციპალიტეტში, დაბა მესტიაში, თამარ მეფის ქ.N1‑ში მდებარე შენობა‑ნაგებობა, ფართობით 682 კვ.მ და მა სზე დამაგრებული 1 216 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – № 42 . 06 . 06 . 042 ) .
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება გაუქმდება არა უმეტეს ერთი თვის ვადაში.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ა(ა)იპ – მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის მართლმადიდებლურ ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლასთან უ სასყიდლ ო უზუფრუქტის ხელშეკრულების გა ფორმების მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური