საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2154
2011 წლის 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
ხელშეკრულების პირობების დადგენის შესახებ
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ქ. ქუთაისის მერიასა და და შპს „სამშენებლო კომპანია – მშენებელი‑2011“‑ს შორის დადებულ/ დასადებ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების მიმართ არ ვრცელდება მიმწოდებლის მიერ წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტიისა და ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენის ვალდებულება.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური