„ზნაურისა და ზონკარის პროექტების“ განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების შესასრულებლად ზოგიერთი გასატარებელი ღონისძიების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2147
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-11-04
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ზნაურისა და ზონკარის პროექტების“ განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების შესასრულებლად ზოგიერთი გასატარებელი ღონისძიების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2147

2011 წლის 4 ნოემბერი

 ქ. თბილისი

 „ზნაურისა და ზონკარის პროექტების“ განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების შესასრულებლად ზოგიერთი გასატარებელი ღონისძიების შესახებ

1. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „ზნაურისა და ზონკარის პრო­ექ­ტების“ განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას შო­რის გა­ფორმებული საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სა­მუ­შაოების შესასრულებლად თურქეთის რესპუბლიკის მო­ქალაქეებს: კა­რიბ­რაჰიმ ოღლი უმიდ დოღას (პასპ. ნომ. U01862022), მე­მედ კოინჯუს (პასპ. ნომ. U02320656 ), ბარამ ალთუმკაიას (პასპ. ნომ. U00958173) და ულ­ხან ქიბარს (პასპ. ნომ. U03407904) მიმდინარე წლის 4 ნო­ემბრიდან 11 ნო­ემ­ბრის ჩათვლით მიეცეთ აკრძალული მიმართულებიდან ცხინ­ვალის რე­­გიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტე­რიტო­რი­ე­­ბი) შესვლის ნებართვა.

2. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მი­ნის­ტ­რის აპარატს მიეცეს უფლება, მიიღოს „ზნაურისა და ზონკარის პროექ­ტე­ბის“ განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას შო­რის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მა­ტე­რიალური ფასეულობები და გადასცეს იგი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                       ნიკა გილაური

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია