„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 აგვისტოს №1671 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2143
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-11-04
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 აგვისტოს №1671 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2143

2011 წლის 4 ნოემბერი

 ქ. თბილისი

 „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 აგვისტოს №1671 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63‑ე მუხ­ლის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სა­ქარ­თვე­ლოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის თან­ხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 აგ­ვის­ტოს №1671 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარ­გუ­ლე­ბის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კალათბურთში საქართველოს 2011–2012 წწ. ეროვნული ჩემ­პი­ო­ნა­ტის („სუპერლიგის“) მატჩების პირდაპირი სატელევიზიო ეთერით გაშუ­ქე­ბის უზრუნველყოფასთან და აგრეთვე აღნიშნული ჩემპიონატის გამარ­თვას­თან დაკავშირებული სხვა ხარჯების (მათ შორის, მსაჯებისა და მომ­სა­ხურე პერსონალის ანაზღაურების) დაფინანსების მიზნით საქართვე­ლ­ოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბი­უ­ჯე­ტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქარ­თვე­ლოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სპორტისა და ახ­ალ­გაზრდობის საქმეთა სამინისტროს გამოუყოს 50 000 (ორმოცდაათი ათ­ასი) ევროს ეკვივალენტი ლარი შემდგომში საქართველოს კალათ­ბურ­თის ეროვნული ფედერაციისათვის გადასაცემად.“.

 

პრემიერ‑მინისტრი                                                 ნიკა გილაური

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია