“ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2014 წლის 17 იანვრის N7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
86
მიმღები ორგანო
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-05-21
გამოქვეყნების თარიღი
2014-05-22
სარეგისტრაციო კოდი
020080000.22.038.016341
“ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2014 წლის 17 იანვრის N7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №86

2014 წლის 21 მაისი

ქ. თბილისი

 

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2014 წლის 17 იანვრის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
“ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2014 წლის 17 იანვრის №7 ბრძანებაში (სსმ, 020080000.22.038.016264, 20/01/2014) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების  შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:“

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით დამტკიცებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში-სამინისტრო) გენერალური ინსპექციის შიდა ინსპექტირების სამმართველოს მიერ შესადგენი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმების (შემდგომში – ფორმები) გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.“

ბ) მე-3 მუხლის მე-2  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2. ფორმები ინახება მის გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან  (პირებთან), რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი.“.
 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრისოზარ სუბარი

კრებსითი — სრული ვერსია