საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დაფუძნების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
323
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-05-02
გამოქვეყნების თარიღი
2014-05-05
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.017943
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დაფუძნების შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №323

2014 წლის 2 მაისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დაფუძნების შესახებ

მუხლი 1
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge  23/09/2013,  040030000.05.001.017075)  მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია.

 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 მაისის №307  ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის უფლებამონაცვლედ.

3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის:

ა) სახელმწიფო კონტროლი;

ბ) დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

მუხლი 2
აღნიშნული დადგენილების მიღება არ უკავშირდება ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  ხელმძღვანელის ან მის თანამშრომელთა ხელახალ დანიშვნას/გადანიშვნას  ან/და დებულების ახლიდან დამტკიცებას.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია