„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების, რომლებიც ჩარიცხული არიან აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, 2013-2014 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დაფინანსების პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №400 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
320
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-05-02
გამოქვეყნების თარიღი
2014-05-05
სარეგისტრაციო კოდი
190020060.10.003.017940
„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების, რომლებიც ჩარიცხული არიან აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, 2013-2014 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დაფინანსების პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №400 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №320

2014 წლის 2 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების, რომლებიც ჩარიცხული არიან აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, 2013-2014 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დაფინანსების პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №400 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების, რომლებიც ჩარიცხული არიან აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, 2013-2014  სასწავლო წლის სწავლის საფასურის დაფინანსების პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №400 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 190020060.10.003.017567)  შეტა­ნ­ილ  იქნეს  ცვლილება  და მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

    „21. ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული დაფინანსების ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე გასაცემად გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის, ონის და საჩხერის მუნიციპალიტეტების მიერ „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 ოქტომბრის №257 დადგენილებით შექმნილი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიისათვის ან/და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის ინფორმაციის ოფიციალურად მიწოდების დამატებითი ვადა განისაზღვროს 2014 წლის 11 თებერვლიდან 2014 წლის 15 მაისის ჩათვლით.“.

მუხლი 2
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის 2014 წლის 12 აპრილის სხდომაზე (ოქმი №9) მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროებს ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში მოიძიონ შესაბამისი რესურსი სტუდენტთა დაფინანსების მიზნით.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია