„სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის №34 ბრძანების (ვებგვერდი, 08/07/2013, სარეგისტრაციო კოდი: 080240000.22.027.016435) დანართის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421, 378-ე, 3781, 3782, 379-ე, 380-ე და 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, აგრეთვე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების - თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებების ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულს.“.
|