ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების დადგენის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
28/2014
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2014-05-01
გამოქვეყნების თარიღი
2014-05-02
სარეგისტრაციო კოდი
010240000.15.008.016145
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების დადგენის შესახებ
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №28/2014

2014 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

 

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”  56-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სულ ცოტა 7 მაუწყებლის მოთხოვნის მიზნისათვის,  პარტიებისათვის გამოყოფილი თანხის არანაკლებ 15 პროცენტისა, სავალდებულოდ უნდა იქნეს გამოყენებული იმ მაუწყებლებში, რომლებმაც ამავე კოდექსის 51-ე მუხლის 62 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 55-ე დღისა (21 აპრილი), ცესკოში წარმოადგინეს ინფორმაცია ფასიანი სატელევიზიო რეკლამის განთავსების შესახებ და ასევე, დამატებით სხვა არანაკლებ ერთ მაუწყებელში, რომელიც არ არის ეროვნული მაუწყებელი და, რომელმაც,   აღნიშნული ინფორმაცია, ამ დადგენილების მიღებამდე წარადგინა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ან/და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ  მაუწყებელზე სრულად გავრცელდება, ფასიანი და უფასო წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების ის წესები, რომლებიც დადგენილია საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ იმ  მაუწყებლებისათვის, რომლებიც არ არიან ეროვნული მაუწყებლები.
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
ცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე

კრებსითი — სრული ვერსია