|
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.11.2013, სარეგისტრაციო კოდი: 110050000.04.001.016094) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 15 ივლისამდე უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგის განხორციელების პროცედურებისა და კრიტერიუმების დადგენა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 30 აპრილი 2014 წ. N2306-IIს |