„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2287-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-04-17
გამოქვეყნების თარიღი
2014-05-02
სარეგისტრაციო კოდი
240000000.05.001.017394
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21−22, მუხ. 455) მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „7. თუ პირის საქმიანობა დაკავშირებულია სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებასთან, პირველად წარმოებასთან, გადამუშავებასთან, დისტრიბუციასთან, რეალიზაციასთან, აგრეთვე ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებასთან, სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტაციაში ამის მითითება სავალდებულოა. ასეთი მეწარმე სუბიექტის ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის დამატებითი პირობები განისაზღვრება ინსტრუქციით, ხოლო საფასური – საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

17 აპრილი 2014 წ.

N2287-IIს

კრებსითი — სრული ვერსია