,,შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებით (სსმ III, №9, 20/01/2003 წ., მუხლი 86) დამტკიცებული დანართი №1-ის (ინსტრუქცია შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) ელექტრო ან მექანიკური სავარძელ-ეტლი:
ბ.ა) სამი კიდურის მნიშვნელოვნად გამოხატული ფუნქციური უკმარისობა (პლეგია; პარეზი; ტაკვი; მკვეთრი კონტრაქტურა; ართრიტი), ერთი ზედა კიდურის ნებისმიერი ხარისხის, მათ შორის, კიდურის მაქსიმალური ფუნქციიდან მტევნის მინიმალური ფუნქციის შენარჩუნებით;
ბ.ბ) ჰემიპლეგია; მკვეთრად გამოხატული ჰემიპარეზი.”.
|