|
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 20 ივლისის №126/37 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 20 ივლისის №126/37 (www.matsne.gov.ge, 24.07.2012; სარეგისტრაციო კოდი: 010320010.58.070.016001) ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პარტია ვალდებულია მისი საბანკო ანგარიშიდან ნაღდი ფულით გასავლის ოპერაციის განხორციელების შესახებ აცნობოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აღნიშნული ოპერაციის განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. საარჩევნო პერიოდში არჩევნებში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიის მიერ აღნიშნული ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება მოქმედებს 3-კვირიანი პერიოდის დეკლარაციების წარმოდგენასთან ერთად.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|