„წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2012 წლის 6 აგვისტოს №137/37 (www.matsne.gov.ge, 06.08.2012; სარეგისტრაციო კოდი: 010210020.58.070.016003) ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. წინასაარჩევო რეკლამის შესყიდვა (ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი, გაზეთი) უნდა განხორციელდეს წინასწარი ანგარიშსწორების წესით. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია წინასწარ გადაიხადოს ერთი კვირის განმავლობაში ფასიანი რეკლამის განთავსების ღირებულება განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად.
2. საარჩევნო სუბიექტებმა ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშსწორების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შესაბამისი პერიოდის 3-კვირიან დეკლარაციებთან ერთად.“.
|