საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2243-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-04-16
გამოქვეყნების თარიღი
2014-05-02
სარეგისტრაციო კოდი
080000000.05.001.017398
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 50-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ნიშნავს მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციას და კანონით განსაზღვრულ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებას. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული, რომელსაც განაჩენის გამოტანის მომენტისათვის არ შესრულებია თვრამეტი წელი, მოთავსდება არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში.“.

2. 74-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სასჯელისაგან გათავისუფლების ამ მუხლით დადგენილი საფუძვლები არ ვრცელდება ამ კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სასჯელზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

16 აპრილი 2014 წ.

N2243-IIს

კრებსითი — სრული ვერსია