„მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4320
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2007-01-04
სარეგისტრაციო კოდი
430.210.000.05.001.002.730
„მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28, 15.10.2001, მუხ. 113) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. კანონის მიზანი

1. ამ კანონის მიზანია არასრულწლოვანთა დაცვა იმ მავნე ზეგავლენისაგან, რომელიც დაკავშირებულია ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს მოხმარება-გასაღებასა და აზარტულ თამაშობებში მონაწილეობასთან.

2. მაუწყებლობაში არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის საკითხები რეგულირდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლით განსაზღვრული ქცევის კოდექსით.“.

2. III თავი ამოღებულ იქნეს.

3. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. მაუწყებელთა მიმართ ამ კანონით დადგენილი რეგულირების დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

 

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4320–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია