„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
11
მიმღები ორგანო
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-04-25
გამოქვეყნების თარიღი
2014-05-01
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.139.016120
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2014 წლის 25 აპრილი

ქ. ბორჯომი

 

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა :

 


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №36 დადგენილებაში (ვებგვერდი, 30.12.2013 წ., სარეგ. კოდი: 010250020.35.139.016109)
1. დადგენილებით დამტკიცებული – „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამხანაგობის მიერ მომზადებული დეფექტური აქტისა და თანადაფინანსებისათვის საჭირო თანხის ამხანაგობის ანგარიშზე არსებობის შესახებ.“

2. მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ქურდაძე

კრებსითი — სრული ვერსია