„საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 21 სექტემბრის №41/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
26/2014
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2014-04-26
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-26
სარეგისტრაციო კოდი
010240020.15.008.016143
„საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 21 სექტემბრის №41/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №26/2014

2014 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 21 სექტემბრის №41/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 77–ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

 


მუხლი 1
„საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 21 სექტემბრის №41/2012 დადგენილების (სსმ ვებგვერდი, 22.09.2012, 010240020.15.008.016059) პირველ მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ამომრჩეველი კენჭისყრაში მონაწილეობს თუ:

ამომრჩეველთა ერთიანი სიის საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილ ვერსიაში,   საქართველოს მოქალაქის პირად ნომერთან, სქესთან და ფოტოსურათთან ერთად, სრულად ემთხვევა „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ქვემოთ ჩამოთვლილ მონაცემთაგან 3 მაინც:

ა) სახელი;

ბ) გვარი;

გ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

დ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით)”.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
ცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე

კრებსითი — სრული ვერსია