„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №2-247 ბრძანებაში (ვებგვერდი, 13/11/2013, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.032.016127) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №4)“ - ის:
1. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) იურიდიული სპეციალობით (სასურველია საგადასახადო ან შიდა აუდიტის სფეროში) მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;“.
2. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;“.
|