საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
680
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-04-14
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016984
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №680

2014 წლის 14 აპრილი

 ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ

  სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან,  სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს გამოუყოს 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი.

 

პრემიერ-მინისტრი                                   ირაკლი ღარიბაშვილი             

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია