სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
702
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-04-16
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016987
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 702

2014 წლის 16 აპრილი

ქ. თბილისი

სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:

ა)  სიღნაღის მუნიციპალიტეტში , სოფლების - ბოდბისა და ბოდბისხევის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად  საჭირო მომსახურების შესყიდვა;

ბ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი - 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;

გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით , „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “  საქართველოს კანონის 101 მუხლის მე -3 პუნქტის „ დ “ ქვეპუნქტის შესაბამისად , ამ განკარგულები ს „ა“ ქვეპუნქტით გ ათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო სახელმწიფო შესყიდვ ის გამარტივებული შესყიდვი ს საშუალებით განხორციელ ება .

პრემიერ-მინისტრი                                                                ი . ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია