საქართველოსმთავრობის
განკარგულება № 701
2014 წლის 16 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩ ატარების მიზნით,საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, მიმდინარე წლის 27 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით , დანიაში, ქ. კოპენჰაგენში გასამართ ევროვიზიის საერთაშორისო კონკურსში, საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, 52 813 (ორმოცდათორმეტი ათას რვაას ცამეტი) ლარის ფარგლებში განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი