საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისათვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23 ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
700
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-04-16
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016974
საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისათვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23 ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

საქართველოსმთავრობის

განკარგულება № 700

2014 წლის 16 აპრილი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისათვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23‑ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

1. „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 23‑ე მუხლის მე‑7 პუნქტის შესაბამისად, სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23‑ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომშტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არა უმეტეს 45 (ორმოცდახუთი) ერთეულით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედებავრცელდება 2014 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ შრომით ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ი . ღარიბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია