1.
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №24 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე V, №53, 18. 11. 2010, მუხ. 1572) დამტკიცებულ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება. |