საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №1/8
2014 წლის 20 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის თანამდებობრივ სარგოზე დანამატის განსაზღვრისა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2008 წლის 8 მაისის №1/87 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის თანამდებობრივ სარგოზე დანამატის განსაზღვრისა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2008 წლის 8 მაისის №1/87 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) სხვა განსაკუთრებულ შემთხვევაში (შვილის შეძენა, მძიმე ავადმყოფობა, ოჯახის წევრის (მშობელი, მეუღლე, შვილი) მძიმე ავადმყოფობა ან გარდაცვალება).“.
2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის ლევან მურუსიძე
უმაღლესი საბჭოს მდივანი