„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის №231 დადგენილებაში (სსმ, 2009 წელი, მუხლი 1834) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს დებულების“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საბჭო იკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ოთხჯერ (სამ თვეში ერთხელ პერიოდულობით).“.
|